პორტფოლიო

ჩემი ბლოგი

ჩემს მიერ გაკეთებული ჩანაწერები ფოტოგრაფიისა და ხელოვნების შესახებ.

სიყვარულის სიმეტრია სამების ტაძრის ფონზე – განსაკუთრებული მომენტი თბილისური არქიტექტურის გულში

მაისი 16, 2025კატეგორია: ფოტოგრაფია
სიყვარულის სიმეტრია სამების ტაძრის ფონზე – განსაკუთრებული მომენტი თბილისური არქიტექტურის გულში

სიყვარულის სიმეტრია სამების ტაძრის ფონზე – განსაკუთრებული მომენტი თბილისური არქიტექტურის გულში

ყველა ფოტო თავისი ამბით ცოცხლობს. ეს კონკრეტული კადრი – გადაღებული სამების საკათედრო ტაძრის ფონზე – განასახიერებს იმ იშვიათ მომენტს, როდესაც სიყვარული, სიმშვიდე და არქიტექტურული სრულყოფილება ერთ კადრში ერთიანდება. ამ ფოტომ ნამდვილად შეძლო ჩემი ფილოსოფიის გადმოცემა.

ლოკაცია: სამების ტაძარი – თბილისის გულში

თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი არამხოლოდ სულიერი სიმტკიცის სიმბოლოა, არამედ არქიტექტურული შედევრიც. ეს ადგილი იდეალურია წყვილებისთვის. სიმეტრიული ფორმები, რკალები და თბილი ქვაში გაგამოკვეთილი ორნამენტები საოცრად ერწყმის კლასიკურ პორტრეტს.

ფოტოზე ასახული წყვილი რომლებიც ერთმანეთს სიმეტრიულად უახლოვდება. მათი მოძრაობა და პოზები ბუნებრივია, რაც ქმნის ძლიერი ემოციური კავშირის შთაბეჭდილებას. ესეთ მომენტებზე ვერ დაადგამ სცენარს – უბრალოდ უნდა დაელოდო, დაინახო და დააფიქსირო.

PROWED-ის აღიარება – თვის, კვირისა და დღის ფოტო

ამ ფოტომ 2025 წელს მიიღო Picture of the Day, Picture of the Week და Picture of the Month აღიარებები PROWED Awards-ზე – ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საერთაშორისო პლატფორმაზე, რომელიც აფასებს ქორწილებთან და წყვილებთან დაკავშირებულ ვიზუალურ ხელოვნებას.

ეს ჩემთვის არა მხოლოდ პროფესიული აღიარებაა, არამედ მოტივაციაც, გავაგრძელო ისეთი ფოტოების გადაღება, რომლებიც ჩერდებიან დროში და აგრძელებენ საუბარს.

ფოტოსესიის იდეები სამების ტაძრის ფონზე

თუ ფიქრობ საკუთარ ფოტოსესიაზე თბილისში და გინდა, რომ ის იყოს დახვეწილი, განსხვავებული და დროში გამძლე, სამების ტაძარი ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. არქიტექტურის სიმკვეთრე და სიმეტრია ქმნის იდეალურ ფონს რომანტიკული ფოტოსთვის.

შეიძლება გამოიყენო ისეთი ვიზუალური გადაწყვეტა, სადაც:

  • ტრადიციულად ან მინიმალისტურად აცვიათ წყვილს
  • შორეული კომპოზიცია და სიმეტრია ხაზგასმით წარმოაჩენს ემოციას
  • მოძრაობა და ბუნებრივი პოზები ცვლის კლასიკურ „დადგმულ“ ფოტოებს

ეს ფოტო ჩემთვის გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ “კარგი კადრი”. ეს არის ისტორია, რომელშიც ქალაქი, წყვილი და მე – ფოტოგრაფი – ერთად ვქმნით ვიზუალურ ქრონიკას.

თუ შენც გსურს შენი სიყვარულის ისტორია აღიბეჭდოს ასე – ღრმა, სიმეტრიული და ბუნებრივი ფორმით – დაგელოდები კამერასთან.


გადაღების ლოკაცია: სამების საკათედრო ტაძარი, თბილისი
ფოტოგრაფი: გიორგი მიქელაძე | გოგა.ფოტოგრაფი
დაჯილდოება: Picture of the Day / Week / Month — PROWED Awards 2025

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

03. თეგები

Documentary wedding photographer Georgia Lisi Event Hall Picture of the Day ფოტოგრაფია PROWEDaward gogaphotography PROWEDaward გამარჯვებული ფოტო გერგეთის სამების ტაძარი ფოტო გერგეტის სამების ეკლესია გოგა ფოტოგრაფი დოკუმენტური სტილის ფოტოგრაფი ემოციური საქორწინო ფოტოსესია ემოციური ქორწილის ფოტოები ვიეტნამის ლანდშაფტის ფოტოგრაფია თანამედროვე ქორწილი ისტორიულიარქიტექტურა ლისი ივენთ ჰოლი გოგა ფოტოგრაფი ლომისკლდე მზისამოსვლაშრილანკაში მოგზაურობაშრილანკაში მსოფლიომემკვიდრეობა პროფესიონალი ფოტოგრაფი თბილისში პროფესიონალი ფოტოგრაფი ყაზბეგში სამების ტაძარი ფოტო საქართველოს ბუნება ფოტოგრაფიაში საქორწილო ფოტოგრაფია საქორწილო ფოტოგრაფი ყაზბეგში საქორწილო ფოტოსესია ლისი ივენთ ჰოლი სიგირია ტურიზმი უნიკალურილოკაციები ფოტო გადაღება გერგეთის ტაძარში ფოტოგრაფი ფოტოგრაფია ფოტოგრაფი მთაში ფოტოსესია სასტუმროში თბილისი ფოტოსესია ყაზბეგში ქართველი ფოტოგრაფი ქართული ტრადიციული ქორწილი ქორწილის ალბომის დიზაინის იდეები ქორწილი საქართველოში ქორწილის ფოტოგრაფი საქართველო ქორწილის ფოტოები ქორწილის ფოტოები გერგეთის ფონზე ქორწილის ფოტოსესია ბუნებაში ქორწილის ფოტოსესია გერგეთში ყაზბეგის მთები

ბოლო კომენტარები

    ka_GEGeorgian