წლის საუკეთესო ფოტო: საქორწილო გადაღება ლოპოტაზე
ხშირად ერთი კადრი მთელ ისტორიას ჰყვება. ჩემს პრაქტიკაში არის ფოტოები, რომლებიც ჩემთვის განსაკუთრებულია, თუმცა ამ ნამუშევარმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მოხარული ვარ გაგიზიაროთ, რომ ჩემმა ერთ-ერთმა საყვარელმა ნამუშევარმა საერთაშორისო პლატფორმაზე PROWED Award მოიპოვა ოთხივე უმაღლესი სტატუსი: დღის, კვირის, თვის და წლის საუკეთესო ფოტო.
ლოკაცია და კონცეფცია: Lopota Lake Resort & Spa
ეს ფოტო გადაღებულია კახეთში, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საქორწილო ლოკაციაზე – Lopota Lake Resort & Spa-ში. ლოპოტის არქიტექტურა და ბუნება იდეალურ გარემოს ქმნის, რათა მე როგორც გოგა ფოტოგრაფ – იმ შევქმნა კინემატოგრაფიული კადრები.
ფოტოზე აღბეჭდილია ნეფე-დედოფლის მზადების პროცესი, სადაც შენობის სიმეტრია და პერსონაჟების განლაგება ქმნის დრამატულ, თუმცა ძალიან ნაზ ვიზუალურ კომპოზიციას. ასეთი პროფესიონალური ფოტოგრაფია მოითხოვს არა მხოლოდ კარგ ტექნიკას, არამედ გარემოს სწორ აღქმას.
რატომ გახდა ეს წლის საუკეთესო ფოტო?
საერთაშორისო ჟიურიმ ამ კადრში დაინახა ის, რასაც მე ყოველთვის ვეძებ: ემოცია და ხელოვნება. როდესაც ვგეგმავთ საქორწილო ფოტოსესიას, უმნიშვნელოვანესია, რომ წყვილი თავს თავისუფლად გრძნობდეს. ჩემს ბლოგზე ხშირად ვწერ, თუ რამდენად დიდ როლს თამაშობს ფოტოსესია და პოზირება საბოლოო შედეგზე.
Goga Photography – თქვენი ისტორიის შემქმნელი
ჩემთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის, ყოველი ქორწილი ახალი გამოწვევაა. იქნება ეს ინდივიდუალური ფოტოსესია თუ მასშტაბური ქორწილი, ხარისხი უცვლელია. სწორედ ამიტომ, ჩემი სერვისები ორიენტირებულია ექსკლუზიურობასა და საერთაშორისო სტანდარტებზე.
თუ გსურთ, რომ თქვენი ქორწილის ალბომშიც იყოს წლის საუკეთესო ფოტო, გირჩევთ წინასწარ დაათვალიეროთ ჩემი პორტფოლიო და გაეცნოთ სხვა გამარჯვებულ ნამუშევრებს. დაუვიწყარი კადრების შესაქმნელად შეგიძლიათ პირდაპირ დამიკავშირდეთ.
gogaphotography – თქვენი საუკეთესო ფოტოგრაფი მნიშვნელოვანი დღეებისთვის.


ბოლო კომენტარები