Портфель

ჩემი ბლოგი

ჩემს მიერ გაკეთებული ჩანაწერები ფოტოგრაფიისა და ხელოვნების შესახებ.

Editor’s Choice და Week’s TOP აღიარება

Апрель 25, 2025კატეგორია: ფოტოგრაფია
Editor’s Choice და Week’s TOP აღიარება

ქორწილის ფოტოგრაფი საქართველოში – გერგეთის სამების ტაძარი
ზოგიერთი ფოტო უბრალოდ ლამაზი კადრია, ზოგიერთს კი სუნთქვა შეჩერებამდე მიჰყავს…

ეს ერთ-ერთი ის ფოტო – კადრია, რომელიც დავაფიქსირე გერგეთის სამების ტაძართან, კავკასიონის ფონზე, წყვილთან ერთად. გადაღებულია იმ წამის მოლოდინში, როცა ბუნება და გრძნობა ერთმანეთს ხვდება. ეს არ იყო უბრალოდ ლამაზი პეიზაჟი – ეს იყო ის მომენტი, როცა მე თავადაც ჩაისუნთქე ის ემოცია, რაც წყვილს შორის ტრიალებდა. ჩემი თვალისთვის, რომელიც ყოველთვის ეძებს ერთს – სიჩუმეს, რომელიც ბევრს ამბობს, ეს იყო დაუვიწყარი მომენტი.

🌄 გერგეთის ტაძარი არ არის უბრალოდ ლოკაცია.
ესაა ადგილი, სადაც ბუნების სიძლიერეს და ადამიანურ სინაზეს აერთიანებს. ტაძარი მდებარეობს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ადგილზე – ყაზბეგში, კავკასიონის ფერდობზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 2200 მეტრზე. შეგიძლია მეტი გაიგო გერგეთის სამების ტაძრის შესახებ ვიკიპედიაში.

📷 იმ დღეს, ცა ისეთ ფერებში იყო, თითქოს სპექტაკლი იმართებოდა. ღრუბლები თითქოს სცენარით მოქმედებდნენ – მოძრაობდნენ, ცვლიდნენ ფერს… ეს ის წამი იყო, როცა ვერაფერს შევცლიდი – ველოდებოდი, მხოლოდ ვსუნთქავდი, მხოლოდ ვაკვირდებოდი… და შემდეგ – ვიღებდი.

ფოტოს სტილი და კომპოზიცია შეერწყა ბუნებრივ სინათლესა და ემოციას ისე, რომ შედეგი არა მხოლოდ ვიზუალური, არამედ ღრმად ემოციურიც გამოვიდა. სწორედ ამ კადრმა დაიმსახურა Editor’s Choice და Week’s TOP აღიარება ერთ-ერთ საერთაშორისო ფოტოგრაფიულ პლატფორმაზე Prrowedaward. ჩემთვის ეს ნიშნავს ერთს – რომ ემოცია, რომელიც საქართველოში იბადება, საზღვრებს სცდება.

⛰️ გერგეთი ჩემთვის მხოლოდ ფონად არ არსებობს.
ეს არის ადგილი, სადაც ქორწილის ფოტოსესია გარდაიქმნება გადაღებად არა მხოლოდ ორი ადამინის სიყვარულზე, არამედ მთაზე, სივრცეზე, ისტორიაზე. აქ არ არის ხმაური, აქ არის სიმშვიდე. ხმები ქარში იკარგება, და წყვილის ემოციები ყველაზე ნათლად სწორედ მაშინ ჩანს.

თუ შენც ეძებ ფოტოსესიისთვის ისეთ გარემოს, სადაც სიყვარული ცას ეხება, სადაც ყოველი წამი დაუვიწყარია და სადაც კადრი საკუთარ თავზე ლაპარაკობს — მე მზად ვარ გამოგყვე.

goga.photography – დოკუმენტური ქორწილის ფოტოგრაფი საქართველოში
💍 თუ გსურს, რომ შენი სიყვარულის ისტორია აღიბეჭდოს იქ, სადაც ბუნება ლაპარაკობს – დამიკავშირდი აქ

Leave a Reply

Ваш адрес email не будет опубликован. Обязательные поля помечены *

03. თეგები

Goga Photography Picture of the Day Picture of the Month Picture of the Week PROWEDaward gogaphotography PROWED გამარჯვებული ფოტო გოგა ფოტოგრაფი გოგაფოტოგრაფი დოკუმენტური ფოტოგრაფია ვიეტნამის ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები ვიეტნამის ლანდშაფტის ფოტოგრაფია თანამედროვე ქორწილი თბილისური არქიტექტურა ინდივიდუალური ფოტოსესია მზის ჩასვლის ფოტოგრაფია მოგზაურობის ფოტოგრაფია პატარძალი პროფესიონალი ფოტოგრაფი პროფესიონალი ფოტოგრაფი თბილისში სამების ტაძარი ფოტო სამოგზაურო რჩევები ვიეტნამისთვის საქორწილო ფოტოგრაფია სიმეტრია ფოტოგრაფიაში სურნელოვანი წითელი ჩხირები ტურიზმი უნიკალურილოკაციები ფოტოგრაფი ფოტოგრაფია ფოტოგრაფი თბილისში ფოტო ჯილდო ქართველი ფოტოგრაფი ქორწილი ქორწილის გადაღების რჩევები ფოტოგრაფებისთვის ქორწილის ფოტო გადაღება ქორწილის ფოტოგრაფია ქორწილის ფოტოგრაფია თბილისში ქორწილის ფოტოგრაფია საქართველო ქორწილის ფოტოგრაფი საქართველო შავ-თეთრი ფოტოგრაფია შავ-თეთრი ქორწილის ფოტო შავთეთრი ფოტოგრაფია წითელი ჩხირები ვიეტნამში წყვილის ფოტოსესია სამება ხელოვნური ქორწილის კადრი ჯიპით მოგზაურობა

ბოლო კომენტარები

    ru_RURussian