Портфель
ჩამოსქროლე
ძიება
თეგები
კატეგორიები

ჩემი ბლოგი

ჩემს მიერ გაკეთებული ჩანაწერები ფოტოგრაფიისა და ხელოვნების შესახებ.

პატარძლებო, აი რჩევები თქვენთვის, ფოტოგრაფის შერჩევისას:

Апрель 16, 2025კატეგორია: ფოტოგრაფია
პატარძლებო, აი რჩევები თქვენთვის, ფოტოგრაფის შერჩევისას:

1. აირჩიეთ სტილი: დოკუმენტური, კლასიკური, ბოჰო, ან მოდური – ნებისმიერი სტილი კარგია, თუ ის თქვენი ისტორიის გადმოსაცემად არის შერჩეული. დაათვალიერეთ პორტფოლიოები და მიხვდებით, ვისი “თვალი” მოგწონთ.

2. არ დასჯერდეთ მხოლოდ საუკეთესოდ შერჩეულ ფოტოებს: სთხოვეთ ფოტოგრაფს ერთი სრული ქორწილის ანალოგიური გადაღება გაჩვენოთ – აი, იქ ნახავთ რეალურ ნამუშევარს.

3. გააცანით თქვენი გეგმები და ხასიათი: ფოტოგრაფი უფრო მარტივად იპოვის თქვენთვის მნიშვნელოვან მომენტებს, თუ წინასწარ იცის, რაზე აკეთებთ აქცენტს. მე, მაგალითად, ყოველთვის ვსვამ კითხვებს: ვინ არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტუმარი? არის თუ არა რაღაც განსაკუთრებული ტრადიცია.

4. ფოტოგრაფი თქვენი თვალები იმ დღეს: თქვენ იქნებით ემოციებში, სტუმრებთან, მუსიკაში… ფოტოგრაფი კი – თქვენი მოგონებების მფარველი. ამიტომ ენდეთ მას და იყავით ის, ვინც ხართ – ნამდვილი და ბედნიერი.

Leave a Reply

Ваш адрес email не будет опубликован. Обязательные поля помечены *

ბოლო კომენტარები

    ru_RURussian