Portfolio

My blog

My notes on photography and art.

Editor’s Choice და Week’s TOP აღიარება

April 25, 2025Category: Photography
Editor’s Choice და Week’s TOP აღიარება

ქორწილის ფოტოგრაფი საქართველოში – გერგეთის სამების ტაძარი
ზოგიერთი ფოტო უბრალოდ ლამაზი კადრია, ზოგიერთს კი სუნთქვა შეჩერებამდე მიჰყავს…

ეს ერთ-ერთი ის ფოტო – კადრია, რომელიც დავაფიქსირე გერგეთის სამების ტაძართან, კავკასიონის ფონზე, წყვილთან ერთად. გადაღებულია იმ წამის მოლოდინში, როცა ბუნება და გრძნობა ერთმანეთს ხვდება. ეს არ იყო უბრალოდ ლამაზი პეიზაჟი – ეს იყო ის მომენტი, როცა მე თავადაც ჩაისუნთქე ის ემოცია, რაც წყვილს შორის ტრიალებდა. ჩემი თვალისთვის, რომელიც ყოველთვის ეძებს ერთს – სიჩუმეს, რომელიც ბევრს ამბობს, ეს იყო დაუვიწყარი მომენტი.

🌄 გერგეთის ტაძარი არ არის უბრალოდ ლოკაცია.
ესაა ადგილი, სადაც ბუნების სიძლიერეს და ადამიანურ სინაზეს აერთიანებს. ტაძარი მდებარეობს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ადგილზე – ყაზბეგში, კავკასიონის ფერდობზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 2200 მეტრზე. შეგიძლია მეტი გაიგო გერგეთის სამების ტაძრის შესახებ ვიკიპედიაში.

📷 იმ დღეს, ცა ისეთ ფერებში იყო, თითქოს სპექტაკლი იმართებოდა. ღრუბლები თითქოს სცენარით მოქმედებდნენ – მოძრაობდნენ, ცვლიდნენ ფერს… ეს ის წამი იყო, როცა ვერაფერს შევცლიდი – ველოდებოდი, მხოლოდ ვსუნთქავდი, მხოლოდ ვაკვირდებოდი… და შემდეგ – ვიღებდი.

ფოტოს სტილი და კომპოზიცია შეერწყა ბუნებრივ სინათლესა და ემოციას ისე, რომ შედეგი არა მხოლოდ ვიზუალური, არამედ ღრმად ემოციურიც გამოვიდა. სწორედ ამ კადრმა დაიმსახურა Editor’s Choice და Week’s TOP აღიარება ერთ-ერთ საერთაშორისო ფოტოგრაფიულ პლატფორმაზე Prrowedaward. ჩემთვის ეს ნიშნავს ერთს – რომ ემოცია, რომელიც საქართველოში იბადება, საზღვრებს სცდება.

⛰️ გერგეთი ჩემთვის მხოლოდ ფონად არ არსებობს.
ეს არის ადგილი, სადაც ქორწილის ფოტოსესია გარდაიქმნება გადაღებად არა მხოლოდ ორი ადამინის სიყვარულზე, არამედ მთაზე, სივრცეზე, ისტორიაზე. აქ არ არის ხმაური, აქ არის სიმშვიდე. ხმები ქარში იკარგება, და წყვილის ემოციები ყველაზე ნათლად სწორედ მაშინ ჩანს.

თუ შენც ეძებ ფოტოსესიისთვის ისეთ გარემოს, სადაც სიყვარული ცას ეხება, სადაც ყოველი წამი დაუვიწყარია და სადაც კადრი საკუთარ თავზე ლაპარაკობს — მე მზად ვარ გამოგყვე.

goga.photography – დოკუმენტური ქორწილის ფოტოგრაფი საქართველოში
💍 თუ გსურს, რომ შენი სიყვარულის ისტორია აღიბეჭდოს იქ, სადაც ბუნება ლაპარაკობს – დამიკავშირდი აქ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

03. Tags

24 საათიანი ფოტო მომსახურება Goga Photography Picture of the Week PROWEDaward gogaphotography გოგა.ფოტოგრაფი Goga Photographer გოგაფოტოგრაფი დოკუმენტური ფოტოგრაფია თბილისი ქორწილი ინდივიდუალური ფოტოსესია მამა დავითის ეკლესია მინიმალისტური ფოტოსესია Christening photography session პატარძალი პროფესიონალი ფოტოგრაფი საქორწილო ფოტოგრაფია საქორწინო ფოტო გადაღება Wedding Photoshoot Studio photoshoot ფოტო ალბომი ფოტო გადაღება photographer Photography ფოტოგრაფი თბილისში ფოტოგრაფიის კურსი ფოტო მომსახურება ფოტოს გადაღება თბილისში Photoshoot ფოტოსესია თბილისში ფოტო სტუდია ქართველი ფოტოგრაფი ქართული ქორწილი Weddding ქორწილი თბილისი ქორწილი თბილისში ქორწილის გადაღება ქორწილის ფოტოგადაღება ქორწილის ფოტო გადაღება ქორწილის ფოტოგრაფი ქორწილის ფოტოგრაფია ქორწილის ფოტოგრაფი საქართველო Wedding photoshoot ღონისძიების ფოტოგრაფი Black and White Photography შავთეთრი ფოტოგრაფია

Recent comments

    en_USEnglish