Portfolio

My blog

My notes on photography and art.

The symmetry of love against the backdrop of the Holy Trinity Cathedral - a special moment in the heart of Tbilisi’s architecture

May 16, 2025Category: Photography
სიყვარულის სიმეტრია სამების ტაძრის ფონზე – განსაკუთრებული მომენტი თბილისური არქიტექტურის გულში

The symmetry of love Holy Trinity Cathedral against the backdrop - a special moment in the heart of Tbilisi’s architecture

Every photo lives through its own story. This particular shot - taken against the backdrop of the Holy Trinity Cathedral - embodies that rare moment when love, serenity, and architectural perfection come together in a single frame. This photo truly managed to convey my philosophy.

ლოკაცია: სამების ტაძარი – თბილისის გულში

თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი არამხოლოდ სულიერი სიმტკიცის სიმბოლოა, არამედ არქიტექტურული შედევრიც. ეს ადგილი იდეალურია წყვილებისთვის. სიმეტრიული ფორმები, რკალები და თბილი ქვაში გაგამოკვეთილი ორნამენტები საოცრად ერწყმის კლასიკურ პორტრეტს.

ფოტოზე ასახული წყვილი რომლებიც ერთმანეთს სიმეტრიულად უახლოვდება. მათი მოძრაობა და პოზები ბუნებრივია, რაც ქმნის ძლიერი ემოციური კავშირის შთაბეჭდილებას. ესეთ მომენტებზე ვერ დაადგამ სცენარს – უბრალოდ უნდა დაელოდო, დაინახო და დააფიქსირო.

PROWED-ის აღიარება – თვის, კვირისა და დღის ფოტო

ამ ფოტომ 2025 წელს მიიღო Picture of the Day, Picture of the Week and Picture of the Month აღიარებები PROWED Awards-ზე – ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საერთაშორისო პლატფორმაზე, რომელიც აფასებს ქორწილებთან და წყვილებთან დაკავშირებულ ვიზუალურ ხელოვნებას.

ეს ჩემთვის არა მხოლოდ პროფესიული აღიარებაა, არამედ მოტივაციაც, გავაგრძელო ისეთი ფოტოების გადაღება, რომლებიც ჩერდებიან დროში და აგრძელებენ საუბარს.

ფოტოსესიის იდეები სამების ტაძრის ფონზე

თუ ფიქრობ საკუთარ ფოტოსესიაზე თბილისში და გინდა, რომ ის იყოს დახვეწილი, განსხვავებული და დროში გამძლე, სამების ტაძარი ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. არქიტექტურის სიმკვეთრე და სიმეტრია ქმნის იდეალურ ფონს რომანტიკული ფოტოსთვის.

შეიძლება გამოიყენო ისეთი ვიზუალური გადაწყვეტა, სადაც:

  • ტრადიციულად ან მინიმალისტურად აცვიათ წყვილს
  • შორეული კომპოზიცია და სიმეტრია ხაზგასმით წარმოაჩენს ემოციას
  • მოძრაობა და ბუნებრივი პოზები ცვლის კლასიკურ „დადგმულ“ ფოტოებს

ეს ფოტო ჩემთვის გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ “კარგი კადრი”. ეს არის ისტორია, რომელშიც ქალაქი, წყვილი და მე – photographer – ერთად ვქმნით ვიზუალურ ქრონიკას.

თუ შენც გსურს შენი სიყვარულის ისტორია აღიბეჭდოს ასე – ღრმა, სიმეტრიული და ბუნებრივი ფორმით – დაგელოდები კამერასთან.

გადაღების ლოკაცია: სამების საკათედრო ტაძარი, თბილისი
Photographer: გიორგი მიქელაძე | Goga.Photographe
დაჯილდოება: Picture of the Day / Week / Month — PROWED Awards 2025

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Recent comments

    en_USEnglish