Georgia Top 1“ და „World Top 57“ – გლობალური აღიარება ჩემი ფოტოგრაფიული მოგზაურობიდან

„Georgia Top 1“ და „World Top 57“ – ჩემი გზა გლობალურ აღიარებამდე
ბოლო წლები ჩემთვის სავსეა ემოციით, შრომით და უამრავი ლამაზი ადამიანით, რომლებსაც ბედნიერების დღეებში ფოტოებს ვუღებ. დღეს კი სიამოვნებით გიზიარებთ ძალიან განსაკუთრებულ ამბავს:
PROWED Awards-ის მიერ ორგანიზებულ გლობალურ რეიტინგში მე, გიორგი მიქელაძე (gogaphotography), 2024wშევედი „The World of Wedding Photographers Top 100“-ში, დავიკავე პირველი ადგილი საქართველოში და გავხდი მსოფლიოს ტოპ 57 ფოტოგრაფს შორის ერთ-ერთი.
ეს ჯილდო ჩემთვის არა მხოლოდ პროფესიული აღიარებაა, არამედ მოტივაცია — კიდევ უფრო მეტს ვაკეთო ჩემი წყვილების ემოციის შესანარჩუნებლად ფოტოებში.
🌍 რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
- PROWED Awards არის საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც აფასებს ქორწილის ფოტოგრაფებს მთელი მსოფლიოდან.
- კონკურსში მონაწილეობდა ასობით ფოტოგრაფი 80-ზე მეტი ქვეყნიდან.
- ჩემს ნამუშევრებში აღიარებულ იქნა სტილი, რომელსაც წლებია ვამკვიდრებ: დოკუმენტური, ცოცხალი, გულწრფელი მომენტების ჩვენება.
დეტალურად ჩემს ნამუშევრებს შეგიძლიათ გაეცნოთ ვებსაიტზე: www.gogaphotography
მადლობა თქვენ – ჩემს წყვილებს, მეგობრებს და კოლეგებს – ამ გზის თანაგრძნობისთვის. ეს მხოლოდ დასაწყისია.

ბოლო კომენტარები