პორტფოლიო

PROWEDaward

PROWEDaward – ჯილდოები და აღიარება

ჩემი საქორწინო გალერია არის სივრცე, სადაც ჩნდება არა მხოლოდ ულამაზესი ფოტოები, არამედ აღიარება და წარმატებებიც. მე, როგორც goga.photography, ვამაყობ ამ ჯილდოებით და აღიარებებით, რომლებიც მივიღე ჩემს პროფესიულ კარიერაში. PROWEDaward-ის პრესტიჟული ჯილდოები არის დადასტურება ჩემი ნამუშევრების მაღალ ხარისხზე, სიზუსტეზე და მხატვრულ ხედვაზე. თითოეული ჩემი ფოტო ნამუშევრები არის უნიკალური და ასახვა თქვენს განსაკუთრებულ მომენტებს, რომლებსაც არასოდეს დაივიწყებთ.

პროფესიონალური აღიარება და ჯილდოები

2024 და 2025 წელს მონაწილეობა მივიღე PROWEDaward-ის კონკურსებში, სადაც ორჯერ ზედიზედ მოვიპოვე კვირის საუკეთესო ფოტოგრაფის სტატუსი. ეს აღიარება განსაკუთრებულად ძვირფასია ჩემთვის, რადგან ის ასახავს ჩემი შრომისა და შემოქმედებითი მიდგომის შედეგებს.

2024 წელს საქართველოში #1 ფოტოგრაფის ტიტული მომანიჭეს, რაც ჩემი პროფესიონალიზმისა და ფოტოგრაფიისადმი ერთგულების აღიარება იყო. 2024 წელს ასევე მსოფლიოს მასშტაბით საქორწილო ფოტოგრაფებს შორის 57-ე პოზიცია დავიკავე რაც ჩემი ნამუშევრების გლობალური აღიარების მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

გარდა ამისა, 2024 წელს მსოფლიოს 50 საუკეთესო საქორწილო ფოტოგრაფის კონკურსში მიღებული (ბრინჯაოს) ჯილდო ჩემი შემოქმედებითი ხედვისა და ფოტოგრაფიისადმი მიძღვნის დამადასტურებელია. ეს ჯილდოები და აღიარება მომცემს მოტივაციას, რომ გავაგრძელო ჩემი გზა ფოტოგრაფიის სამყაროში და კიდევ უფრო მაღალი მიზნებისთვის ვიმუშაო.

  • Date : 26.05.2024
  • Prowedaward : gogaphotography
  • Category : Wedding Photography
View Project
ka_GEGeorgian