პორტფოლიო

ჩემი ბლოგი

ჩემს მიერ გაკეთებული ჩანაწერები ფოტოგრაფიისა და ხელოვნების შესახებ.

Editor’s Choice და Week’s TOP აღიარება

აპრილი 25, 2025კატეგორია: ფოტოგრაფია
Editor’s Choice და Week’s TOP აღიარება

ქორწილის ფოტოგრაფი საქართველოში – გერგეთის სამების ტაძარი
ზოგიერთი ფოტო უბრალოდ ლამაზი კადრია, ზოგიერთს კი სუნთქვა შეჩერებამდე მიჰყავს…

ეს ერთ-ერთი ის ფოტო – კადრია, რომელიც დავაფიქსირე გერგეთის სამების ტაძართან, კავკასიონის ფონზე, წყვილთან ერთად. გადაღებულია იმ წამის მოლოდინში, როცა ბუნება და გრძნობა ერთმანეთს ხვდება. ეს არ იყო უბრალოდ ლამაზი პეიზაჟი – ეს იყო ის მომენტი, როცა მე თავადაც ჩაისუნთქე ის ემოცია, რაც წყვილს შორის ტრიალებდა. ჩემი თვალისთვის, რომელიც ყოველთვის ეძებს ერთს – სიჩუმეს, რომელიც ბევრს ამბობს, ეს იყო დაუვიწყარი მომენტი.

🌄 გერგეთის ტაძარი არ არის უბრალოდ ლოკაცია.
ესაა ადგილი, სადაც ბუნების სიძლიერეს და ადამიანურ სინაზეს აერთიანებს. ტაძარი მდებარეობს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ადგილზე – ყაზბეგში, კავკასიონის ფერდობზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 2200 მეტრზე. შეგიძლია მეტი გაიგო გერგეთის სამების ტაძრის შესახებ ვიკიპედიაში.

📷 იმ დღეს, ცა ისეთ ფერებში იყო, თითქოს სპექტაკლი იმართებოდა. ღრუბლები თითქოს სცენარით მოქმედებდნენ – მოძრაობდნენ, ცვლიდნენ ფერს… ეს ის წამი იყო, როცა ვერაფერს შევცლიდი – ველოდებოდი, მხოლოდ ვსუნთქავდი, მხოლოდ ვაკვირდებოდი… და შემდეგ – ვიღებდი.

ფოტოს სტილი და კომპოზიცია შეერწყა ბუნებრივ სინათლესა და ემოციას ისე, რომ შედეგი არა მხოლოდ ვიზუალური, არამედ ღრმად ემოციურიც გამოვიდა. სწორედ ამ კადრმა დაიმსახურა Editor’s Choice და Week’s TOP აღიარება ერთ-ერთ საერთაშორისო ფოტოგრაფიულ პლატფორმაზე Prrowedaward. ჩემთვის ეს ნიშნავს ერთს – რომ ემოცია, რომელიც საქართველოში იბადება, საზღვრებს სცდება.

⛰️ გერგეთი ჩემთვის მხოლოდ ფონად არ არსებობს.
ეს არის ადგილი, სადაც ქორწილის ფოტოსესია გარდაიქმნება გადაღებად არა მხოლოდ ორი ადამინის სიყვარულზე, არამედ მთაზე, სივრცეზე, ისტორიაზე. აქ არ არის ხმაური, აქ არის სიმშვიდე. ხმები ქარში იკარგება, და წყვილის ემოციები ყველაზე ნათლად სწორედ მაშინ ჩანს.

თუ შენც ეძებ ფოტოსესიისთვის ისეთ გარემოს, სადაც სიყვარული ცას ეხება, სადაც ყოველი წამი დაუვიწყარია და სადაც კადრი საკუთარ თავზე ლაპარაკობს — მე მზად ვარ გამოგყვე.

goga.photography – დოკუმენტური ქორწილის ფოტოგრაფი საქართველოში
💍 თუ გსურს, რომ შენი სიყვარულის ისტორია აღიბეჭდოს იქ, სადაც ბუნება ლაპარაკობს – დამიკავშირდი აქ

დატოვეთ პასუხი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

03. თეგები

24 საათიანი ფოტო მომსახურება Goga Photography Picture of the Week PROWEDaward gogaphotography გოგა.ფოტოგრაფი გოგა ფოტოგრაფი გოგაფოტოგრაფი დოკუმენტური ფოტოგრაფია თბილისი ქორწილი ინდივიდუალური ფოტოსესია მამა დავითის ეკლესია მინიმალისტური ფოტოსესია ნათლობის ფოტოსესია პატარძალი პროფესიონალი ფოტოგრაფი საქორწილო ფოტოგრაფია საქორწინო ფოტო გადაღება საქორწინო ფოტოსესია სტუდიური ფოტოსესია ფოტო ალბომი ფოტო გადაღება ფოტოგრაფი ფოტოგრაფია ფოტოგრაფი თბილისში ფოტოგრაფიის კურსი ფოტო მომსახურება ფოტოს გადაღება თბილისში ფოტოსესია ფოტოსესია თბილისში ფოტო სტუდია ქართველი ფოტოგრაფი ქართული ქორწილი ქორწილი ქორწილი თბილისი ქორწილი თბილისში ქორწილის გადაღება ქორწილის ფოტოგადაღება ქორწილის ფოტო გადაღება ქორწილის ფოტოგრაფი ქორწილის ფოტოგრაფია ქორწილის ფოტოგრაფი საქართველო ქორწილის ფოტოსესია ღონისძიების ფოტოგრაფი შავ-თეთრი ფოტოგრაფია შავთეთრი ფოტოგრაფია

ბოლო კომენტარები

    ka_GEGeorgian